logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ოთარ დანელია არის პიროვნება, რომელსაც მთავრობა ენდობა
- +

4 ოქტომბერი. 2016. 12:47



იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია მარტვილსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ.


შეხვედრაზე ოთარ დანელიამ იმ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც არჩევნების დასრულებისთანავე არის დაგეგმილი.


განვლილი 4 წლის მანძილზე ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით და საქართველო განვითარების სწორ გზაზე დავაყენეთ. ამ გზას ყველაზე კარგად კი, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და მისი კანდიდატი ოთარ დანელია გააგრძელებს!" - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

 

ამომრჩეველთან შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა სამინისტროს მიერ რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობას და მოსახლეობას მიწის რეგისტრაციის უპრეცედენტო რეფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%-მდეა რეგისტრირებული. მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ბარიერების დაძლევა განხორციელდება განსაზღვრული გზებით, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დაინერგა საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი", - განაცხადა წულუკიანმა.


თეა წულუკიანმა 2017 წელს, მარტვილში, იუსტიციის სახლის მშენებლობა დაანონსა და აღნიშნა, რომ ახალი იუსტიციის სახლი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას შესთავაზებს.


შეხვედრის დასასრულს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოთარ დანელიას არჩევნებში წარმატება უსურვა.


ოთარ დანელია არის პიროვნება, რომელსაც მთავრობა ენდობა. მას არ სჭირდება შუამავლები სამინისტროში, რომ თქვენი გასაჭირი შესაბამის უწყებებთან მიიტანოს.  მჯერა, რომ მარტვილისა და აბაშის მოსახლეობა მაგალითს აჩვენებს და სწორ არჩევანს გააკეთებს!" - განაცხადა წულუკიანმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner