„უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს ყველა ის პროგრამა, რომელსაც „ქართული ოცნების" ხელისუფლება ჯანდაცვის სისტემაში ახორციელებს" - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგენკოსთან ერთად ხონსა და ვანში ადგილობრივ მოსახლეობასთან და ექიმებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მინისტრმა და კანდიდატმა ჯანდაცვის სფეროში 2012 წლიდან დღემდე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს ის პრობლემები, რომელიც რეგიონებშია დაგეგმილი.
„ჩვენ არ ვაპირებთ საყოველთაო ჯანდაცვის შეჩერებას, რადაგან ეს არის მოსახლეობის დაკვეთა. იმისთვის, რომ დაწყებული პროგრამები განვითარდეს, აუცილებელია თქვენი მხარდაჭერა და არჩევნებზე მისვლა, სადაც თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვინ დარჩეს და ვინ წავიდეს", -აღნიშნა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა ექიმებთან გამართულ შეხვედრაზე.