logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი ამომრჩეველს მოუწოდებს, არ დაუშვან „კრიმინალი" აკაკი ჩხაიძის სადეპუტატო მანდატით აღჭურვა
- +

4 ოქტომბერი. 2016. 14:01



„მემარცხენე ალიანსის" გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად, ლანჩხუთი- ჩოხატაურის დეპუტატობის დამოუკიდებლელი კანდიდატის მოპარული მილიონებით შალვა ნათელაშვილი ფინანსდებოდა.



შატბერაშვილის განმარტებით, „ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებულმა კოჰაბიტაციამ, უკუდურესად გაათავხედა არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, არამედ ედუარდ შევარდნაძის დროინდელი ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ჩხაიძე, რომელმაც „სახელი გაითქვა", როგორც აღვირახსნილმა კორუფციონერმა, მექრთამემ და გამომძალველმა".



მისი თქმით, აკაკი ჩხაიძემ კატასტროფამდე მიიყვანა საქართველოს რკინიგზა და ეწეოდა გამომძალველობას.



როდესაც 2004 წელს ჩხაიძე დააპატიმრეს, ოპერატიული მუშაკები 50 მილიონს სთხოვდნენ გათავისუფლებისთვის. ჩხაიძე პატიმრობიდან 3 მილიონის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, დანარჩენი თანხა, 47 მილიონი მან ნაციონალურ მოძრაობას" გადაუხადა. იგი წლების განმავლობაში, არამარტო ნაციონალური მოძრაობის" დამფინანსებელი გახლდათ, არამედ მსუყედ აფინანსებდა პირადად შალვა ნათელაშვილსაც, რითაც აძლიერებდა იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩხაიძეზე არანაკლები თაღლითები იყვნენ და არიან", - აღნიშნა შატბერაშვილმა.



„მემარცხენე ალიანის" გენერალური მდივანი მოუწოდებს ლანჩხუთი-ჩოხატაურის ამომრჩველებს, ხმა მისცენ პარტიის კანდიდა, ლაშა ჯიბლაძეს და „არ დაუშვან კრიმინალი" აკაკი ჩხაიძის სადეპუტატო მანდატით აღჭურვა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner