logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: იმედი მაქვს, მამუკა ახვლედიანის მსგავსად, ნიკა გვარამიას გავლენის ქვეშ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიც არ მოექცევიან
- +

4 ოქტომბერი. 2016. 14:03



პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მსგავსად, ნიკა გვარამიას გავლენის ქვეშ არ მოექცევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, სადაც „რუსთავი2"-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს.



ამ საკითხთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ დღეს კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.



როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის შინაარსი შემაშფოთებელია.



ჩანაწერში აშკარად ჩანს, თუ რა დამოკიდებულებაარუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ანუნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ სახესა და მოსამართლეს შორის. აქ საუბარია საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეზე. აქ პირდაპირ ჩანს, რომ არის ერთგვარი ბატონყმური დამოკიდებულება ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს შორის. განსაკუთრებით შემაშფოთებელი არის ის, რომ როგორც თავად გვარამიამ განაცხადა, ეს საუბარი ჩაწერილ იქნა ზუსტად მაშინ, როდესაც საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა სწორედრუსთავი 2"-ის საქმე. გარდა ამისა, გვარამია პირდაპირ პირდება მატერიალურ სარგებელს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ანუ იმ სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც განიხილავდარუსთავი 2"-ის საქმეს", - აღნიშნა კობახიძე.



როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, იკვეთება ეჭვი ქრთამის გადაცემის თაობაზე, რაც აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული,



მისივე თქმით, ჩანაწერში ჩანს აშკარად ბატონყმური დამოკიდებულება ცალკეულ მოსამართლესა და ნიკა გვარამიას შორის.



ნიკა გვარამია არისნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, სახე და ასევე გენერალური  პროკურორი დანიშნულირუსთავი 2" -ში. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი დამოკიდებულებით არ განიხილება უზენაეს სასამართლოშირუსთავი 2"-ის საქმე. ეს საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავმა ორგანოებმა და სასამართლომ უნდა დაადგინოს. აქ იკვეთება ის გარემოება, რომ ჩანაწერი ზუსტად იმ დროს არის გაკეთებული, როდესაც საქალაქო სასამართლოში განიხილებოდარუსთავი 2"-ის საქმე. საქმე ეხება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელსაც ესაუბრება ნიკა გვარამია და პირდაპირ ჩანს, როგორ პირდება ნიკა გვარამია ამ ადამიანს, მოსამართლეს, მატერიალურ სარგებელს. რა თქმა უნდა, იკვეთება აქ კონკრეტული ნიშნები, ჩნდება პირდაპირ ეჭვი ქრთამის გადაცემის თაობაზე, დანარჩენი არის უკვე სასამართლოს დასადგენი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner