logo_geo
eng_logo
სოციალური პროექტი - უსახლკაროების ცხოვრება ახალ სახლებში
- +

4 ოქტომბერი. 2016. 14:19



ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადასცეს.  მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 300-მდე უსახლკარო ცხოვრობს. მათი პრობლემის პრაქტიკულად გადაჭრის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ე.წ. ყოფილი „სამხედრო ქალაქის" ტერიტორიაზე არსებული ხუთსართულიანი მრავალბინიანი სახლის რეაბილიტაცია მოეხდინა. განხორციელდა საექსპერტო მომსახურების შესყიდვა. კვალიფიციური ექსპერტების დასკვნის შესაბამისად შენობა მდგრადი აღმოჩნდა. დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოხდა შენობის ელექტროფიკაცია. დამონტაჟდა ჭაბურღილი. ბინის მცხოვრებლები ლაბორატორიულად შემოწმებული, გაფილტრული სასმელი წყლით მარაგდებიან.


ახალი ბინით 90 ოჯახი დაკმაყოფილდა.  ბენეფიციარები მუდმივმოქმედმა კომისიამ შემოტანილი განცხადებებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე შეარჩია.

 

მინდა, მადლობა გადავუხადო მუდმივმოქმედ კომისიას, რომელმაც ძალიან ობიექტურად იმუშავა, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. მუნიციპალიტეტი ბინის და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ისევ გააგრძელებს ", - აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.


ხუთსართულიანი კორპუსის რეაბილიტაციაზე 742 878 ლარი დაიხარჯა.

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner