„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობა" სახელწიფო უწყებებში პროვოკაციების მოწყობას ცდილობს. მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრა.
„ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უწყებებში და განსაკუთრებით ძალოვან უწყებებში დასაქმებული პირები მას და „ნაცმოძრაობას" უჭერენ მხარს და ძველ დროს მისტირიანო. ეს განცხადებები მისი მხრიდან შემთხვევით არ გაკეთებულა. არჩევნების წინ და შემდგომ სააკაშვილს სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების „ნაცმოძრაობის" მხარეზე გადასვლის იმედი აქვს.
განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ სასჯელაღსრულების დაწესებულებები და შსს აღმოჩნდება. წინა ხელისუფლების დასრულებაში უდიდესი წვლილი ციხის კადრებმა იქონია და სწორედ ციხეებში აპირებს სააკაშვილი პროვოკაციების მოწყობას. წინა რეჟიმი გეგმავს, საპატიმროებში პატიმრების მიმართ გარკვეული ძალადობის ინსცენირება მოაწყოს, რასაც გადაიღებენ და არჩევნების წინ მედიით გაავრცელებენ. ყოველივეს კი უნდა მოჰყვეს პატიმრების მასობრივი პროტესტი და არეულობა და ციხეებში ბუნტი. აღნიშნულის განხორციელებაში სააკაშვილს ძველი კადრების იმედი აქვს.
შსს-ს ახალმა ხელმძვანელობამ ნაცრეჟიმის არაერთი ჩანერგილი თანამშრომელის გამოვლენა მოახერხა, მაგრამ შსს კვლავაც დიდი დარტყმის ქვეშ იქნება. ვანო მერაბიშვილის სახელი ჯერაც ბევრი პოლიციელისთვის დიდ პრემიებთან და კარგ ცხოვრებასთან ასოცირდება, ამიტომ სააკაშვილი სწორედ მათ გამოყენებას გეგმავს. არჩევნების შემდგომ პოლიცის იმ ნაწილებმა, რომელთა იმედი აქვს სააკაშვილს, ქუჩაში გამოსულ ხალხისკენ ცეცხლსასროლი იარაღით უნდა გაისროლოს, რასაც მსხვერპლი და უმართავი პროცესები მოჰყვება.
პროვოკაციები რეალობად რომ არ იქცეს, მოვუწოდებთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს და შს მინისტრს გიორგი მღებრიშვილს, მიიღოს ყველა მათ ხელთ არსებული ზომები, რათა სააკაშვილის მიერ დაგეგმილი სისხლისღვრა თავიდან იქნას აცილებული", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.