გელა ზედელაშვილი: პრეზიდენტით დაწყებული, დამლაგებლით დამთავრებული, ვერავინ გაიგო, ამ ქვეყანაში რა ხდება...
-
+
15 მარტი. 2016. 15:38
ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების ფაქტს „facebook"-ში ეხმაურება:
„მე მგონი, პრეზიდენტით დაწყებული, დამლაგებლით დამთავრებული, ვერავინ გაიგო, ამ ქვეყანაში რა ხდება - სიმაღლის მიხედვით გამოდიან და ამტკიცებენ, სექსი გვაქვს, თანაც მდიდარი და მრავალფეროვანიო. ეუფ, თქვენ ის ხალხი არა ხართ, ბუსუსებიანი პრეზერვატივების გაყიდვა რომ აკრძალეთ და ჩოხა-ახალუხით სიარული დააკანონეთ? ვერ ხვდებით, რომ დღეს იმ ქმრიანი ქალების (ოჯახის ბურჯების) შანტაჟი მიდის, რომლებსაც მაღალი თანამდებობები უკავიათ და ყოველდღე საზოგადოებას მორალს უკითხავენ? უქმრო, უცოლო და დაბალი რანგის მოხელეების ცხოვრება ვის აინტერესებს? ზოგი ისეთი ამტკიცებს, სექსი მაქვს და მექნებაო, რომ წარმოვიდგენ, იატაკზე ვხოხავ. ისე, მარგველამაც მაგარი „რეჩი" დაარტყა, მდიდარი სექსი მაქვსო. მდიდარი გექნება, აბა, რა, ზოგიერთივით პრეზერვატივის ფული არ გაქვს თუ ეროტიკული მასაჟისთვის სურნელოვან ზეთს ვერ იყიდი? აქ ოჯახებზეა, ხალხო, ლაპარაკი და არა იმაზე, სექსი კარგია თუ ცუდი, ან გაქვთ თუ არა!!!" - წერს ზედელაშვილი.