ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ხუნდაძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებას რევოლუციურ სცენარს სთავაზობს და ამით ნეგატივის დამკვიდრებას ცდილობს. ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში რევოლუციას არ დაუშვებს.
„ნაციონალურ მოძრაობას" აქვს უპირატესობა მხოლოდ იმაში, რომ საზოგადოებას უფრო სწრაფად დაშორდეს. ხალხი კიდევ ერთხელ გამოუტანს მათ განაჩენს. თითქოს ისინი ბოდიშს იხდიან, მაგრამ დამოკიდებულება არის ისევ ის, რომ მაქსიმალური ნეგატივი შეიტანონ მოსახლეობაში, რევოლუციურ სცენარებს სთავაზობენ და მე მგონი, ისინი უკვე გასცდნენ რეალობას. არ ვიქნები გადაჭარბებული და გამოვიყენებ ჩემს პროფესიულ ტერმინოლოგიას, რომ საქმე ძალიან იშვიათ დაავადებასთან გვაქვს.
ხელისუფლება ქვეყანაში რევოლუციის ან რაიმე მსგავსი სცენარების განვითარებას არ დაუშვებს",- განაცხადა ხუნდაძემ.