ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში წიანსაარჩევნო გარემოსთან და პროვოკაციებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ჟორჟოლიანმა განაცხადა, სამართალდამცავი ორგანოები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაფერს გააკეთებენ და საქართველოში დესტაბილიზაცია არ მოხდება.
„წინასაარჩევნო გარემო შეფასებულია როგორც ჩვენს მიერ, ასევე უცხოელი მეგობრებისგანაც, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო საარჩევნო გარემოდ. რა თქმა უნდა, ადგილი აქვს ცალკეულ ინციდენტებს. არ გამოვრიცხავ, „ნაციონალურმა მოძრაობა", რომელსაც სხვა გზა არ დარჩენია, ათასგვარ პროვოკაციებზე წავიდეს, დაწყებული ეგზიტპოლებიდან, დამთავრებული შეხლა-შემოხლით, მაგრამ ეს ყველაფერი არის უპერსპექტივო.
„ქართული ოცნებისგან" დამოუკიდებლად მოქმედებს სამართალდამცავი ორგანოები. არჩევნებზე უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. „ნაცმოძრაობის" პროვოკაციები მიზანს ვერ მიაღწევს. მოვუწოდებ ჩვენს მომხრეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და პროვოკაციებს არ აჰყვნენ",- განაცხადა ჟორჟოლიანმა.