logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: მეორე ტურები, ცხადია, იქნება
- +

4 ოქტომბერი. 2016. 17:10



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა ოთარ აბესაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც აბესაძემ აღნიშა, ის ვარაუდობს, რომ დაახლოებით 15 ოლქში მოხდება მეორე ტურების ჩატარება და ამ პროცესს დადებითად აფასებს.


„მეორე ტურების გამართვა ძალიან კარგია, რადგან ჯერ ერთი - დემოკრატიას უსვამს ხაზს და მეორე - მეტი პოლიტიკური პროცესია. ძალიან კარგია, რომ 50%-იანი ზღვარია შემოღებული, რადგან თვითმმართველობა და რეგიონები, ქალაქები კარგად ირჩევენ საკუთარი განვითარების მომავალს. მეორე ტურები, ცხადია, იქნება, რაც იმის ნიშანია, რომ პოლიტიკური სისტემა იზრდება საქართველოში. თუ გვინდა, რომ 21-ე საუკუნის პოლიტიკა მივიღოთ, ამას ერთპარტიულობით და პირველტურიანი გამარჯვებებით ვერ მივიღებთ.

მეორე ტურებს 5-დან 15 ლოკაციაზე ვვარაუდობ",- განაცხადა აბესაძემ.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner