ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თემურ ჭკუასელმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე დესტაბილიზაციის საფრთხესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ჭკუასელმა განაცხადა, ხალხი რომ ქუჩაში გამოიყვანოს რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ, ამისათვის საჭიროა შესაბამისი რესურსი ჰქონდეს.
„ხალხის ქუჩაში გამოსვლაზე, დესტაბილიზაციაზე საუბარი საფრთხეზე მეტად უფრო შანტაჟს ჰგავს, რადგან ქუჩაში რომ გამოხვიდე და რაღაც გააკეთო, მხარდამჭერები უნდა გყავდეს. დამისახელეთ რომელიმე პარტია, ვისაც ხელეწიფება ის, რომ ქუჩაში გამოიყვანოს ათასობით ადამიანი. ამ ორი წლის მანძილზე რამდენჯერ ჩატარდა დაანონსებული მიტინგები და კარგად გახსოვთ ხალხის რაოდენობა. ყველაფერს ამ ქვეყანაზე აქვს დასასრული. ადამიანებს მობეზრდათ ეს მიტინგომანია. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნებს „ქართული ოცნება" მოიგებს, მაგრამ ვერ ეგუებიან",- განაცხადა ჭკუასელმა.