logo_geo
eng_logo
„დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, სახელმწიფო გადატრიალება განახორციელოს"
- +

4 ოქტომბერი. 2016. 18:24



ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს, წარმოდგენა არ აქვთ, რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".



როგორც „პირველთან" საუბარში ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერებით დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, სახელმწიფო გადატრიალება განახორციელოს.



ექსპერტი აქვე ვარაუდობს, რომ მმართველი პარტია, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო პერიოდის გამო, ძალოვან უწყებებს საშუალებას არ აძლევს, ქმედითი ნაბიჯები გადადგას.



ნაციონალური მოძრაობა" ეს არის საკმაოდ საშიში ორგანიზაცია, რადგან ის ხელისუფლებაში, სახალხო გადატრიალების შედეგად მოვიდა. მათ ქვეყანაში სისხლიანი და ავტორიტარული რეჟიმი დაამყარეს. ეს არის გასამხედროებული პოლიტიკური გაერთიანება.

დღეს ნაციონალური მოძრაობა" აფინანსებს .. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არიან გასამხედროებული ორიენტაციის. ასეთია მაგალითად, სამართალდამცავთა ლიგა". ამ ძალის მხრიდან საშიშროება, რა თქმა უნდა, არსებობს. გავრცელებული ჩანაწერების საუბრის შინაარსიდან ირკვევა, რომ ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, განახორციელოს მორიგი სახელმწიფო გადატრიალება.

 

მგონია, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს არ აქვთ წარმოდგენა, რა ძალასთან აქვთ საქმე და რა პროცესები შეიძლება, განვითარდეს. ამ საფრთხის შეგრძნება არ აქვთ. მმართველი პოლიტიკური ძალა, როგორ ჩანს, ფრთხილობს და ძალოვან უწყებებს საშუალებას არ აძლევს, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას",- აცხადებს ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

 


შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერები გავრცელდა, სადაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზეა საუბარი. ამასთან, „თავისუფალი ზონის" უკვე ყოფილმა წევრმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევას აპირებს.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner