logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: კვლევები, რომელიც იქნა გამოქვეყნებული „რუსთავი2“-ზე, გაყალბებულია!
- +

4 ოქტომბერი. 2016. 18:29



„ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევები გაყალბებულია და მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.



ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა კვლევები. მოვისმინეთ ასევე სხვა კვლევების შესახებ, თუმცა ზოგადად, რაც შეეხება კვლევებს, გუშინაც იქნა გაჟღერებული განცხადება კონკრეტული პიროვნებების მიერ, წარმოადგინეს დოკუმენტები, რა იყო რეალური შედეგები და რა შედეგები გამოაქვეყნეს, როგორი გაყალბებული იყო. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის ერთი სცენარი, რომელსაც გაკოტრებული პოლიტიკური ძალის ლიდერები აპირებენ, განახორციელონ. ველზე ვინც მუშაობდა, ვიცნობთ ამ კომპანიას, ეს არის ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თარხნიშვილი, რომელიც ცნობილია ხმების მოპარვაში, რომელიც ქართველ მოსახლეობას არჩევნებში პარავდა ხმებს და მისი მეუღლის კომპანია, რომელიც ახორციელებს ველზე სამუშაოებს. ეს არის სამარცხვინო.

 

ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ვინც რაიმე გადატრიალებას, რევოლუციას, სისხლისღვრას დააპირებს, კანონის მთელი სიმკაცრით იქნებიან დასჯილები. სამწუხაროა ასევე ის ფაქტი, თვითონ ამ ადამიანების საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, რომ აშკარად იკვეთება და ჩანს რუსთავი 2"-ის ჩართულობა და გამოყენება თავიანთი ბნელი ზრახვების განსახორციელებლად. აქ საუბარი იყო ეგზიტპოლებზეც. ჩვენ ვიცით, განცხადებები იქნა გაკეთებული, რომ რუსთავი 2" აპირებს ეგზიტპოლების გამოქვეყნებას.

 

ზოგადად კვლევები, რომელიც იქნა გამოქვეყნებული, გაყალბებულია, რადგან ჩვენც ვატარებთ ყველანაირ კვლევებს და აბსოლუტურად განსხვავებული შედეგები ჯდება და ეს ყველაფერი არის ერთი სცენარის მიხედვით განხორციელებული. უნდა გამოქვეყნებულიყო გაყალბებული კვლევები, შემდეგ ბოლო დღეს, არჩევნების დღეს, ეგზიტპოლი და თითქოს, ხმების დაცვის მიზნით უნდა მოხდეს ხალხის გამოყვანა ქუჩაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

 







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner