logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს
- +

4 ოქტომბერი. 2016. 19:03



„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე ჭრებალოს და ნიკორწმინდას მოსახლეობას შეხვდა.


გოჩა ენუქიძემ შეხვედრაზე სოფლების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.



ჩვენს პატარა ქვეყანაში ძალიან გამჭრიახი და ღრმადმოაზროვნე ადამიანები ცხოვრობენ. ვითვალისწინებთ თქვენს ყველა მოსაზრებას. პირველ ეტაპზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, ახლა კი განვითარების და წინსვლის დროა. ის მხარდაჭერა, რომელსაცქართული ოცნებისადმი" იჩენთ, გამოწვეულია დიდი იმედით, რომ სულ მალე ჩვენი ქვეყანა ძლიერი და განვითარებული ქვეყნების რიგში დადგება. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენ ვართ ერთადერთი უალტერნატივო ძალა, რომელიც სულ მალე კვლავ ქვეყნის სათავეში იქნება და ყველა წინააღმდეგობას თქვენთან ერთად გაუმკლავდება",- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner