logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს
- +

4 ოქტომბერი. 2016. 19:11



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამომრჩევლებისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.



ჩემო მეგობრებო, საქართველოში დადგა არჩევნების დრო, მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა დამოუკიდებელი ქვეყნის ცხოვრებაში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ საკუთარი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებათა ერთობლიობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით განვითარდება საქართველო უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 8 ოქტომბერს აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ხმა მივცეთ ჩემი ქვეყნის თავისუფლებას და კეთილდღეობას. ყველამ ერთად ვიტვირთოთ პასუხისმგებლობა მომავალზე", - ნათქვამია პრემიერის მიმართვაში.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner