logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: წმინდა გიორგი ერთადერთი წესიერი კაცი იყო
- +

4 ოქტომბერი. 2016. 19:16


 

სოციალურ ქსელში, facebook-გვერდზე „Rustavi ori" ვრცელდება ვიდეო სათაურით „ნიკა გვარამია ფარულად იწერს მიხეილ სააკაშვილის თათბირს".


გთავაზობთ facebook-ლინკს, სადაც აღნიშნული ვიდეო გავრცელდა და ასევე youtube-ლინკს, სადაც ვიდეო აიტვირთა.


https://www.facebook.com/profile.php?id=100013589658012&__mref=message


https://www.youtube.com/watch?v=uwopUi8LpA8   


აქვე გთავაზობთ ჩანაწერის ბეჭდურ ვერსიას:



მიხეილ სააკაშვილი: აი, ეს რო... სხვათაშორის პოლიციაში... სხვათაშორის პოლიციაში არამოდურია პოლიციელებში ვაფშე ეს რა, ეკლესიურობა...


-  ეკლესიის?


მიხეილ სააკაშვილი: კი


- ხო, ვანომ იმუშავა კარგად, რა


მიხეილ სააკაშვილი: ახალი ინსტიტუტია რა და, ვაფშე, სხვა პონტია და იმიტოა იდეოლოგია სახელმწიფოსთვის .........................(?)


კახა ბენდუქიძე: თამუნამ გუშინ მოყვა, კოვზირიძემ,  რომ ჩემი სტუდენტები მოვიდნენო და ხვალ ხო არ უნდა მოვიდეთო, ხვალ ხო ის არისო, ბზობა, ბზობა თუ რაღაც


-  აა, ჭი... რაღაცა ზიარების...


მიხეილ სააკაშვილი: წმინდა მიქაელის მარჯვენა ფეხის მარცხენა....


კახა ბენდუქიძე: ჩვენ ხო ლექციას არ ჩაგვიტარებთო...


-  და თამუნამ ხო იცი, არაო, მე ვატარებო...


- არა, ჩვენც რაც უფრო ისეთი ვიქნებით...


მიხეილ სააკაშვილი: სხვათაშორის, ეს ერთ-ერთი კონცეფცია, რაც უნდა იყოს, როცა ბევრი რაღაცა ამუშავდება შედარებით, უნდა ვთქვათ, რომ ვაუქმებთ უქმე დღეებს და დანარჩენი ის...


-  ეგ არ იქნება......... არანაირად. ეგრე უქმე დღეები მეც მინდა.


-  არა, სხვა უქმე დღეები იყო ჩვენ დროს...


კახა ბენდუქიძე: კაი, რვა მარტი რა უბედურებაა და...


მიხეილ სააკაშვილი: არა, კაცო, არა, რელიგიურ დღესასწაულებზე...


-  არა, რელიგიურ დღესასწაულებზე ჩვენ თვითონ.......


-  პრემიებს ვარიგებთ რელიგიურ დღესასწაულებზე, ხო? რატომ?


-  წმინდა გიორგის გარდა, როდის ვარიგებთ?


-  უმრავლესობაზე ვარიგებთ, აღდგომა, მარიამობა...


-  მე არ ვაძლევ არც მარიამობაზე და არც...


მიხეილ სააკაშვილი: წმინდა გიორგი ერთადერთი წესიერი კაცია მანდ


-  სასტავში?


მიხეილ სააკაშვილი: ხო


-  და წმინდა გიორგიზეც ვაძლევთ რევოლუციის გამო...


- რევოლუციის გამო ხო...


მიხეილ სააკაშვილი: ცხენზეა და შუბია და რაღაცა.


- ვაფშე რა, მარიამობა და არა ის...


- მარა ჩინეთიდან გვაქვს სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ, ეს დრაკონს... ჩინელებში დრაკონი არის ყველაზე წმინდა და სწორი ცხოველი და მაგათ დამისვეს ერთხელ კითხვა, ერთხელ რომ ჩამოვიკიდე ის და „ვაი დის მონსტრ იზ კილინგ დის ბიუთიფულ ენიმალ?" (why this monster is killing this beautiful animal?)






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner