გეგე სულხანიშვილი: ვტოვებ „ლეიბორისტულ პარტიას“ და ბრძოლას თოფაძესთან ერთად ვაგრძელებ
-
+
4 ოქტომბერი. 2016. 20:37
„ლეიბორისტული პარტიის" მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გეგე სულხანიშვილმა პარტია დატოვა და გოგი თოფაძის პოლიტიკურ გაერთიანებას შეუერთდა.
„იყო გარკვეული პრობლემები და აზრთა სხვადასხვაობა, ამიტომ მე გადავწყვიტე, აღარ ვიყარო კენჭი „ლეიბორისტული პარტიიდან". ბრძოლას გოგი თოფაძესთან ერთად გავაგრძელებ", - განაცხადა გეგე სულხანიშვილმა.