„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ნაციონალური მოძრაობის" ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
„მოვისმინეთ პოლიტიკურად გაკოტრებული ძალის ლიდერების განცხადებები რევოლუციებთან დაკავშირებით. მინდა დავარწმუნო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომ არაფერი გამოუვათ. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ვინც რაიმე გადატრიალებას ან სისხლისღვრას დააპირებს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება", - განაცხადა კალაძემ.
ვარდების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის" აქცია ხვალ 16:00 საათზეა დაგეგმილი.