გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტს „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია ეხმაურება:
„ხურჩის შემქმნელებისგან, ახალი სერია ხვალაც იქნება ნეტავ? თქვე პროვიკატორებო, მუხა რომ ესროლეთ ხალხით სავსე ავტობუსს, გვახსოვს! იქნებ კლასი მაინც ასწიოთ... ხვალაც იქნება ალბათ შემდეგი სერია! როგორც ხურჩაში და ეხლაც უდანაშაულო ხალხს აზიანებთ, მაგრამ ფეხზე არ გკიდიათ?! ფუ, თქვე ნაძირლებო!", - წერს ცაგურია.