logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილი: გურჯაანელებს ლიტერატურა გამორჩეულად უყვართ
- +

5 ოქტომბერი. 2016. 10:42



4 ოქტომბერს, ქალაქ გურჯაანში, გურამ დოჩანაშვილის ლიტერატურული საღამო გაიმართა, რომელსაც თავად მწერალი უძღვებოდა.



ღონისძიებაზე გურამ დოჩანაშვილის მოთხრობების მიხედვით გადაღებული სატელევიზიო სპექტაკლი „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" უჩვენეს და მისი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს. მწერალმა თავისი ავტოგრაფიანი წიგნები საჩუქრად გადასცა გურჯაანის ბიბლიოთეკას და ახალგაზრდებს.



ბედნიერი ვარ, რომ დღეს გურჯაანში, კახეთის გულში ვიმყოფები. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გურჯაანელს ასეთი შესანიშნავი საღამოსთვის, თბილი დახვედრისთვის, სიყვარულისთვის და უდიდესი პატივისცემისთვის", - აღნიშნა მწერალმა.



შეხვედრას ესწრებოდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილიც. მან მადლობა გადაუხადა გურამ დოჩანაშვილს ლიტერატურაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.



ყველა ის ადამიანი ბედნიერია, ვინც ჩვენი ცოცხალი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას გაცნობია. საიუბილეო საღამოს ლიტერატურის ბევრი მოყვარული ესწრებოდა. დოჩანაშვილის ყველა ნაწარმოები ხომ თავისებური შედევრია, ხოლოსამოსელი პირველი"- გამორჩეული მარგალიტი", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.



გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები ჟურნალ „ცისკარში" 1961 წელს დაიბეჭდა. გურჯაანში ღონისძიება სწორედ ამ მოვლენის 55 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჩატარდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner