logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: გვახსოვს ხურჩაში დადგმული სცენარი
- +

5 ოქტომბერი. 2016. 11:02



საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტს ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში გამოეხმაურა.



უკვე ვნახეთ განცხადებები, მათ შორისთავისუფალი ზონის" წარმომადგენლების მხრიდან, რომ იქნება გარკვეული დესტაბილიზაცია, მანქანების დაწვა და არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ სცენართან გვაქვს საქმე", -განაცხადა ბესელიამ.



ეკა ბესელიას თქმით, გუშინდელმა ფაქტმა ხურჩაში „დადგმული სცენარი" გაახსენა.



კარგია, რომ ჯანმრთელად არის ბატონი თარგამაძე. რაც შეეხება ფაქტს, რა მოხდა - ეს მივანდოთ გამოძიებას და საგამოძიებო ორგანოებს, რომლებიც დაადგენენ, თუ რა მოხდა ნამდვილად. იმედი მინდა დავიტოვო, რომ პოლიტიკური განცხადებები და პოლიტიკური სარჩული ამ ფაქტს არ მოჰყვება და არ იქნება მცდელობა, რომ პირდაპირ მოხდეს გარკვეული სცენარის შექმნა, რადგან ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა, გაირბინა და გვახსოვს ხურჩაში დადგმული სცენარი. უკვე ვნახეთ განცხადებები, მათ შორისთავისუფალი ზონის" წარმომადგენლების მხრიდან, რომ იქნება გარკვეული დესტაბილიზაცია, მანქანების დაწვა და .. და არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ სცენართან გვაქვს საქმე. ამიტომ, მოდით გამოძიებას მივანდოთ ამ ფაქტის გარკვევა, მოვისმინოთ გამოძიების ვერსია და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner