ავტორი სოფო ხუგოიანი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი თსუ-ს რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვენ. სტუდენტ მალხაზ რეხვიაშვილის თქმით, პაპავამ ვერ მოახერხა იმ გამოწვევებთან გამკლავება, რაც მის წინაშე იდგა.
„პაპავამ ვერ მოახერხა იმ გამოწვევებთან გამკლავება, რაც უნივერსიტეტის წინაშე დგას. თვითონვე აღიარა, რომ ვერ მოახერხა „ოდეერის" ინსტიტუტთან გამკლავება, შესაბამისად, საბოლოო ჯამში პაპავამ უნდა დატოვოს თანამდებობა, მაგრამ ვიდრე ვითარება არ დასტაბილურდება და სანამ დუღილის ტემპერატურა არ დაიწევს, მისი გადადგომა არ შეიძლება", - ამბობს მალხაზ რეხვიაშვილი.