ანალიტიკოსი ზვიად კირტავა დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შემდეგ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს:
„მეგონა, იმას იტყოდნენ, - „დღეს ჩვენ ყველა გივი თარგამაძე ვართო!" და ეს რა უთქვამს გიორგი გაბუნიას, - „სამწუხაროდ, შემთხვევითობაა ის, რომ გივი თარგამაძე ცოცხალიაო"?
P.S. ეჭვი შემეპარა მასალის ავთენტურობაში. მაგრამ ახლა მოვძებნე
„myvideo.ge"-ზე - ზუსტად ასე ამბობს 22:42-ზე!" - წერს ზვიად კირტავა.