logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს!
- +

5 ოქტომბერი. 2016. 12:48



„ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციების მოწყობას კიდევ აპირებს", - ამის შესახებ  საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალები" გეგმავენ, საკუთარი პარტიის ლიდერებზე თავდასხმები განახორციელონ. კერძოდ, გოგავა აცხადებს, რომ თავდასხმების განხორციელება იგეგმება სანდრა რულოვსზე, დავით ბაქრაძესა და გიგი წერეთელზე. 


„გამოქვეყნდა ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ისინი გეგმავენ 2-3-თვიან საპროტესტო ტალღას. ისინი ცდილობენ ქვეყანაში არეულობას.

 

ერთადერთი ძალა, ვისაც ქვეყანაში არეულობა აწყობს, არის „ნაციონალური მოძრაობა". მათ სჭირდებათ ესკალაცია,  ემოციური ფონის დაძაბვა არჩევნების წინ.

 

არ გამოვრიცხავ, რომ ისინი საკუთარი ლიდერების მიმართ განახორციელებენ მსგავს ქმედებებს. მათ თარგამაძე არ დაინდეს. მათ სიას რომ გადავხედე, ყველაზე მეტი რეზონანსი ექნება დავით ბაქრაძის, სანდრა რულოვსისა და გიგი წერეთლის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას. ამას „ნაციონალები" თავად დაგეგმავენ. ამიტომ, ამ სამ ადამიანს ვურჩევ, საკუთარი ლიდერებისგან თავის დასაცავად ჯავშანჟილეტები შეიძინონ და ფრთხილად იყვნენ.

 

ვფიქრობ, ხელისუფლებამაც, სამართალდამცავებმაც ყურადღება უნდა მიაქციონ ამ სამ ადამიანს, რათა ისინი იყვნენ მაქსიმალურად დაცულები და არ გახდნენ საკუთარი პარტიის სამიზნეები", - განაცხადა ირაკლი გოგავამ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner