logo_geo
eng_logo
„ვაფრთხილებთ ამ ადამიანებს, უარი თქვან დანაშაულებრივ განზრახვებზე!“
- +

5 ოქტომბერი. 2016. 12:57



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ „საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები ძალაუფლების ხელში ჩაგდების ზღვარგადასული სურვილის გამო".

 

„გვინდა, გამოვეხმაუროთ გუშინ თბილისში მომხდარ უმძიმეს დანაშაულს. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის მოტივი საბოლოოდ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, გვაქვს მყარი საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ეს აქტი პირდაპირ არის არის დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებთან.

 

შემაშფოთებელია, რომ დანაშაულებრივი აქტის განხორციელებისთანავე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მხრიდან გაისმა ბრალდებები „ქართული ოცნების" და ხელისუფლების მიმართ, რასაც ჩვენ ვერ დავტოვებთ მკაცრი რეაგირების გარეშე.

 

გუშინდელმა აქტმა კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები ძალაუფლების ხელში ჩაგდების ზღვარგადასული სურვილის გამო. მკაცრად ვაფრთხილებთ ამ ადამიანებს, უარი თქვან დანაშაულებრივ განზრახვებზე და ნუ ეცდებიან ჩრდილის მიყენებას დემოკრატიული საარჩევნო პროცესისთვის, მოვუწოდებთ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდნენ დღევანდელი აქციის მიმდინარეობას, აგრეთვე, საარჩევნო პროცესებს მომდევნო სამი დღის განმავლობაში, რათა აღიკვეთოს ვითარების დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მოწყობის ყოველგვარი მცდელობა.

 

გამოვთქვამთ იმედს, რომ სამართალდამცავი ორგანოები შეძლებენ დანაშაულის მოტივისა და დამნაშავის სწრაფად დადგენას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner