logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, საკუთარ რიგებში „თავქარიანი ელემენტები“ გამოავლინონ და გაცხრილონ
- +

5 ოქტომბერი. 2016. 12:57



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სტუდენტებთან შეხვედრისას დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა და პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, საკუთარ რიგებში „თავქარიანი ელემენტები" გამოავლინონ და გაცხრილონ.



მინდა, მივმართო პოლიტიკურ ძალებს იმ შინაარსით, რაც არაერთხელ მითქვამს, თუმცა, არ ვიცი, რამდენად იზიარებენ ისინი სირთულეს, რომლის წინაშეც თვითონ და პოლიტიკური სისტემა დგას. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ძალებში არიან გარკვეული თავქარიანი ელემენტები. პირდაპირ შეგვიძლია მათ დავარქვათ კრიმინალური ელემენტები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესს ხედავენ როგორც ფიზიკურ ანგარიშსწორებას, ასე ჰგონიათ მათ, რომ პოლიტიკურ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას. მინდა, მივმართო პოლიტიკურ ძალებს, რომ ეს ადამიანები საშიშები არიან არა მხოლოდ დემოკრატიისთვის, არა მხოლოდ ნორმალური საზოგადოებრივი განვითარებისთვის, არამედ პირადად თქვენთვისაც. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც იმედს დაამყარებს ასეთი ელემენტების ქმედებაზე, განწირულია, რომ ეს ელემენტები მიაკითხავენ თავად ამ პოლიტიკოსებს და მათზე განახორციელებენ ანგარიშსწორებას. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, იპოვონ ძალა და თავიანთ პარტიაში რეაგირება მოახდინონ ასე მოაზროვნე ადამიანების ლოკალიზებაზე, გაცხრილონ ეს ადამიანები მათი რიგებიდან მათივე ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა პრეზიდენტმა.



პრეზიდენტმა ასევე სამართალდამცველებს მიმართა, რომ ამ ადამიანებთან ბრძოლა, მათი აღმოჩენა, ნეიტრალიზება არის მათი მოვალეობა, რაც მნიშვნელოვანია მომავალში საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და განვითარების წინაპირობისთვის.



თქვენ უნდა იყოთ დაცული ბოლომდე ყველა პოლიტიკური კონტექსტიდან. ამ თვალსაზრისით საჭიროა მეტი ინტენსიური მუშაობა. თუ თქვენ რაიმე სირთულე გაქვთ, მე ბოლომდე თქვენ გვერდში ვარ და მხარს დაგიჭერთ კრმინალების დევნაში და ნორმალური არჩევნების ჩატარებაში.


მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ბრძოლა კრმინალის საზოგადოებისა და პოლიტიკოსების წინააღდეგ, ეს არის კრიმინალების შეტევა ნორმალურ დემოკრატიულ პროცესზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner