logo_geo
eng_logo
მონიკა ჰოლმაიერი: ვიზა-ლიბერალიზაცია არ არის მხოლოდ სავიზო რეჟიმის გაუქმება, ეს არის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პროექტი
- +

5 ოქტომბერი. 2016. 12:59



ევროპარლამენტში სოციალისტების ჯგუფის წარმომადგენელმა მონიკა ჰოლმაიერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია არ არის მხოლოდ სავიზო რეჟიმის გაუქმება, ეს არის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პროექტი.



ვიზა-ლიბერალზიაცია არ გულისმხობს მხოლოდ სავიზო რეჟიმის გაუქმებ, ეს არის ბევრად მეტი. ეს არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშროლობის პროექტი. ევროპარლამენტი მიესალმება მსგავს პროექტებს, რადგან ჩვენი შთაბეჭდილებაა, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ცდილობს თანამშრომლობას  ისეთ რთულ საკითხებზე, როგორიცაა ორგანიზებული დანაშაულის, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ისეთი პოზიტიური საკითხები, როგორიცაა მეტი ვაჭრობა, მეტი ვიზიტი, მეტი თანამშრომლობა 28 სახელმწიფოსა და საქართველოს შორის. ამგვარად ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული პროექტი. ახლა ჩვენ განვიხილავთ ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების მექაზნიზმს საგანგებო შემთხვევებისთვის. უნდა არსებობდეს შეჩერების მექანიზმი, რომელიც საგანგებო შემთხვევების დროს  სწრაფად ამოქმედდება. აღნიშნული საკითხის განხილვას უახლოესი 1-2 კვირის განმავლობაში ვგეგმავთ. თუმცა ვფიქრობ, ამას ძალიან სწრაფად გადავწყვეტთ", - განაცხადა მონიკა ჰოლმაიერმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner