საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი გუშინ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა.
„დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ გუშინ მომხდარი აფეთქების შესახებ, რომელიც მოხდა ქართველი პოლიტიკოსის, პარლამენტის წევრის მიმართ.
ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ პატივი სცეს წინასაარჩევნო გარემოს წესებს და იმ შედეგებს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს არჩევნების შემდეგ", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.