იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა თამარ ალანიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც მამუკა ახვლედიანისა და ნიკა გვარამიას აუდიოჩანაწერის საკითხს განიხილავენ, განაცხადა, რომ შეურაცხყოფილია იმ ფაქტით, რაც მოისმინა.
„ეს არის გარიგება, რომელსაც ყოფილი თავმჯდომარე ცდილობდა თუ ახორციელებდა მხარესთან, ეს შეუარცხმყოფელია როგორც ინდივიდიალური მოსამართლისთვის, ასევე მთელი სასამართლო კორპუსისთვის. ის საუბრობდა სხვადასხვა საქმეებზე, სხვადასხვა ურთიერთობებზე, რომლის განხორციელებაც მას სურდა და ეს გამოიხატება გარკვეული ზემოქმედების მცდელობის სახით. უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მამუკა ახვლედიანის ადმინისტრაციული ფუნქციებიდან გადაყენებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნამდვილად გონივრული იყო და ნაკარნახევი სწორედ მსგავსი ინფორმაციებით, რომელიც საბჭოს გააჩნდა", - განაცხადა თამარ ალანიამ.