ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე გიორგი გაბუნიას რეაქციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„გიორგი გაბუნია: - „სამწუხაროდ, შემთხვევითობაა ის, რომ გივი თარგამაძე ცოცხალია".
ათჯერ გადავახვიე და გაბუნია ათივეჯერ ამას ამბობს...
როგორ დასწყდა გული ტიპს, რომ გივია ცოცხალი გადარჩა... რომ მომკვდარიყო, ხომ უფრო მეტ წივილ-კივილს ატეხდნენ ამბავზე და რა პონტში გადარჩა ეს უნამუსო კაცი? ჩაუყარა წყალში ამ „უპირომ" „ნაცმოძრაობას" რევოლუციური გეგმები..." - წერს ლაბარტყავა „facebook"-გვერდზე.