logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: 8 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და ოზურგეთი გადავა სწრაფი განვითარების ეტაპზე
- +

5 ოქტომბერი. 2016. 13:25



ქალაქ ოზურგეთში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მხარდამჭერი კონცერტი მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა თემო მჟავიამ, ფაქომ (ლევან გოგორელიანი), ნინი გოგიჩაიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, ნათია დუმბაძემ, ნუცა ბუზალაძემ, თიკა მახალდიანმა და „Funky House Band"-მა მიიღეს.

           

„ჩვენმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ოზურგეთისთვის ძალიან მაგარი კონცერტი მოაწყო. ჩვენ 8 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და ოზურგეთი გადავა სწრაფი განვითარების ეტაპზე, რომელსაც ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს 9 ოქტომბრიდან ექნება მშვიდი, სტაბილური განვითარების შესაძლებლობა", - განაცხადა კონცერტის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ.


კონცერტის თანაორგანიზატორი ცნობილი ამერიკული კომპანია „Basla Productions" გახლდათ. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner