რეგიონალური განვითარებისა და ინფარასტრუქტურის მინისტრი ხონში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის გაერთიანებულუ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გრიგოლ ლილუაშვილის შუამდგომლობით იმ სოფლის მოსახლეობას შეხვდა, რომლებსაც ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვთ.
ნოდარ ჯავაიშვილმა მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა ყველა ის ადგილი, სადაც გარკვეული ტიპის სამუშაოებია ჩასატარებელი, კონკრეტულად კი, ის გაეცნო სოფელ ძეძილეთის პრობლემას, სადაც ადგილობრივები ე.წ. ბონდის ხიდის რეაბილიტაციას ითხოვენ, ნოდარ ჯავახიშვილმა ასევე დაათვალიერა სოფელ მათხოჯში მდინარე ცხენისწყლის სანაპირო, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოებია ჩასატარებელი. ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გარკვეული სამუშაოები იგეგმება სოფელ გორდსა და კინჩხაში. ინფრასტრუქტურის მინისტრი „ქართული ოცნების" კანდიდატთან ერთად სოფელ ქუტირის მოსახლეობასაც შეხვდა, რომლებსაც საკანალიზაციო სისიტემის პრობლემა აქვთ.
„ჩვენ შევხვდით ყველა იმ სოფლის მკვიდრს, რომლებსაც გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობელემები აქვთ, ასევე დავათვალიერეთ გორდისა და კინჩხის ტურისტული ინფრასტრუქტურა, სადაც მეორე ეტაპის სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. მინისტრი პირადად გაეცნო ყველა საკითხს და მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ აღნიშნული პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა შეხვედრების დასასრულს.