logo_geo
eng_logo
შალვა კიკნაველიძე გამარჯვებულ სპორტსმენს აეროპორტში დახვდა
- +

5 ოქტომბერი. 2016. 13:32



ზესტაფონის მკვიდრი 15 წლის ტარიელ სამხარაძე ტრადიციულ კარატეში ევროპის ჩემპიონი გახდა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე გამარჯვებულ სპორტსმენს აეროპორტში დახვდა და მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა. ევროპის ჩემპიონატი ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში გაიმართა.


„საქართველოს ეროვნული ნაკრები რიგით მე-19 ევროპის ჩემპიონატში ვადო კარატეში იღებდა მონაწილეობას. საქართველოს გუნდი შეჯიბრზე 6-კაციანი შემადგენლობით წარსდგა, აქედან ერთ-ერთი ზესტაფონის მკვიდრი ტარიელ სამხარაძე იყო, რომელმაც არაჩვეულებრივად იასპარეზა  და 3 მედალი მოიპოვა, აქედან ოქროს მედალი აბსოლუტურ კატეგორიაში, ვერცხლის მედალი თავის წონით კატეგორიაში და ბრინჯაოს მედალი გუნდურ კატეგორიაში. სასიხარულოა ის, რომ სამხარაძე  ერთ-ერთ ძლიერ სპორტსმენად დაასახელეს. მან წინა წლის ვერცხლის მედალს ოქროს და ბრინჯაოს მედლები დაამატა. ვულოცავ სპორტსმენს, ვულოცავ რეგიონს და მადლობას ვუხდი ზესტაფონის გამგეობას, სწორედ მათი დახმარებით გაემგზავრა სამხარაძე ევროპის ჩემპიონატზე",  - საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი მიხეილ მახარაძე.


„ზესტაფონელ სპორტსმენს ტარიელ სამხარაძეს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას, მინდა ვუსურვო კიდევ მეტი წარმატება, რადგან უფრო მეტი გამარჯვებული და წარმატებული ზესტაფონელი გვჭირდება ჩვენ", - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ.


საქართველოს ეროვნული ნაკრები წუხელ გვიან ღამით დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  ჩამოფრინდა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner