ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებას ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:
„და ამათ არ უნდათ ქვეყანაში არეულობა? ესენი გიჟდებიან სისხლის სუნზე, ყველას გაწირავენ სკამების გამო, მაგრამ ამ წარბს გადაეცით, რომ მაგათი ასარევი ქვეყანა არაა საქართველო, არა!!! ვინ დამთავრდება 8 ოქტომბერს, ვნახავთ!!!" - წერს ლეკა მენაბდიშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კანდელაკმა დღეს „ნაციონალური მოძრაობის" აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა: „მარტო ზუგდიდიდან დაიძრა 5000 კაცი. უამრავი ადამიანი ვერ ახერხებს წამოსვლას. ბორის ივანიშვილი დამთავრებულია!"