ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო"-ს წარმომადგენლებმა სარფის საზღვარზე საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი პროტესტის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ქემელ ფაშაში შესაძლო ჩასვლაა (ქემელ ფაშა ესაზღვრება სარფს), რომელიც 9 ოქტომბერს - არჩევნების შემდეგ საქართველოში შემოსვლას გეგმავს.
ბლოკის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აპროტესტებენ უკრაინის მოქალაქე, ძებნილი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას და მიმართავენ ხელისუფლებას - თუ ისინი არ მიიღებენ შესაბამის ზომებს, მოსახლეობა თავად გამოუტანს განაჩენს.