სახელწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, რადგან უკვე უახლოეს პერიოდში პლენარულ სხდომაზე გადაწყდება ის კონკრეტული თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები დაიწყებენ უვიზოდ მოგზაურობას.
„ეს არის იმ შრომის დაფასება, საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფორმების მხარდაჭერის დაფასება, და აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი სარგებელი, რომელიც ექნება ჩვენს მოქალაქეებს თავისუფალი გაადაადგილებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში",- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ბრიუსელში ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა.