ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არ გამორიცხავს, თარგამაძე გუნდმა გაწირა.
ვოლსკიმ ასევე გაიხსენა ხურჩის ინციდენტი და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრის მანქანის აფეთქება აღნიშნული ინციდენტის ხელწერას ჰგავს.
„არაფერს გამოვრიცხავ, არც იმას, რომ გივი თარგამაძე გაწირეს - ადამიანი, რომელიც გადმოხტა მანქანიდან და ამბობს, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთაო, ის კადრები ხომ არ გაგახსენდათ, ხურჩაში რომ გააკეთეს, თავის ავტობუსს რომ ესროლეს, ვითომ აფხაზებმა გააკეთეს, წინასაარჩევნოდ ხალხი რომ დაერაზმათ სამეგრელოში მიშასთვის მხარდასაჭერად. იმასაც ხომ არ გაგონებთ, ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ რომ გამოხტნენ, 7 წუთში ვერდიქტი რომ დაადეს, გაზით იყო მოწამლული თუ როგორ გარდაიცვალა, არც იცოდნენ. ახლა ბიძინა ივანიშვილის სახელი გააჟღერეს.
გაცილებით უფრო მძიმე ფასი დევს სასწორზე, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს",- განაცხადა ვოლსკიმ.