logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: რაც უფრო მეტნი შეიკრიბებიან დღეს ნაციონალები, მით უფრო მეტ ხმებს მიიღებს „ქართული ოცნება“ 8 ოქტომბერს
- +

5 ოქტომბერი. 2016. 17:00


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე დღეს, ვარდების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე კომენტარს აკეთებს:


„რამდენიმე დღის წინ მე გავაკეთე კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ველოდი „ქართული ოცნების" სასარგებლოდ არჩევნებში 55%-იან შედეგს, თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, ეს პროცენტები საგრძნობლად ასწიოს. საზოგადოების განწყობა ყოველდღიურად იცვლება ჩვენს სასარგებლოდ. „ნაციონალური მოძრაობა" ჩიხშია და მათი ერთადერთი გამოსავალი ძალადობაა, სინამდვილეში, სწორედ ეს ძალადობა დაღუპავს მათ. გუშინდელი ფაქტის შემდეგ აშკარა გახდა, რა სცენარით მოქმედებენ ისინი.

 

ნაციონალების აგრესიასთან ერთად იზრდება ამომრჩეველთა აქტივობა ჩვენს სასარგებლოდ. საზოგადოებას შიში გაუჩნდა მათ დაბრუნებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ზუსტად ვიცი, რაც უფრო მეტნი შეიკრიბებიან დღეს ნაციონალები და მათი მხარდამჭერები ვარდების მოედანზე, მით უფრო მეტ ხმებს მიიღებს „ქართული ოცნება" 8 ოქტომბერს",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner