logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: შეიძლება ითქვას, რომ თარგამაძის მანქანის აფეთქება წინასწარ დადგმული „ტერაქტი“ იყო
- +

5 ოქტომბერი. 2016. 17:11


 

„ძალიან ბევრი დამთხვევაა. პირველი - სწორედ იმ დროს, როდესაც განხორციელდა ეს ტრაგიკული ინციდენტი, ჩამოდიოდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები, მეორე - ერთ-ერთი ტელევიზიის მეშვეობით მიდიოდა პირდაპირი კამპანია და შესაბამისად ოპერატიულად მოხდა ამ ინციდენტის გაშუქება, მესამე - დაემთხვა 5 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას, მეოთხე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამოღებული საბრძოლო მასალები, რომლებიც მსგავსი ინციდენტებისთვის გამოიყენება. ეს ოთხი დამთხვევა უკვე გარკვეული ტენდენციებისკენ მიუთითებს",- ამ სიტყვებით შეაფასა ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტი.

მაისაიას აზრით, მსგავსი ტიპის ქმედებები კიდევ განხორციელდება.



„გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება იყო წინასწარ დადგმული „ტერაქტი", რომელიც ემსახურებოდა სხვა მიზნებს და ამოცანებს, ჩემი აზრით, პოლიტიკური პროვოკაციების შემდგომ განვითარებას. ეს რომ ყოფილიყო ტერაქტი, ასეთ მჭიდრო დასახლებულ არეალში, თან საუბარია მანქანის აფეთქებაზე, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა. ეს ქმედება არის დასაგმობი, ძალოვანმა სტრუქტურებმა უნდა გამოიძიონ დაუყოვნებლივ.

 

ძალიან ბევრი დამთხვევაა. პირველი- სწორედ იმ დროს, როდესაც განხორციელდა ეს ტრაგიკული ინციდენტი, ჩამოდიოდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები, მეორე - ერთ-ერთი ტელევიზიის მეშვეობით მიდიოდა პირდაპირი კამპანია და შესაბამისად, ოპერატიულად მოხდა ამ ინციდენტის გაშუქება, მესამე - დაემთხვა 5 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას, მეოთხე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამოღებული საბრძოლო მასალები, რომლებიც მსგავსი ინციდენტებისთვის გამოიყენება. ეს ოთხი დამთხვევა უკვე გარკვეული ტენდენციებისკენ მიუთითებს.

 

კარგად დაგეგმილი ქმედება იყო და სწორად იყო გათვლილი, მაგრამ ის ეფექტი ვერ მოიტანა, რაც ორგანიზატორებს სურდათ. რა პროვოკაციები აქვთ ჩაფიქრებული კიდევ, მათ შორის შეიარაღებული, არ ვიცი, მაგრამ მსგავსი ფაქტები რომ კიდევ იქნება, ეჭვი არ მეპარება",- განაცხადა მაისაიამ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner