ავღანეთში განლაგებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს.
კენჭისყრა ბაგრამისა და მაზარ-შარიფის საარჩევნო უბნებში ტარდება, სადაც ცესკო-ს ინფორმაციით, 1603 პირია რეგისტრირებული. სამხედრო მოსამსახურეები ხმას პროპორციული წესით აძლევენ.
კენჭისყრა იმართება 08:00 საათიდან 20:00 საათამდე (ადგილობრივი დროით). ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ამომრჩეველმა შეიძლება ხმა მისცეს 20:00 საათის შემდეგაც, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.