„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, საქართველოს მოსახლეობას სასიამოვნო სიახლის შესახებ ვაცნობო - ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს მწვანე შუქი აუნთო", - ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ახლა ევროპარლამენტის კონსტრუქციული გადაწყვეტილების იმედი აქვს, რათა პროცესს უახლოეს მომავალში წარმატებული დასასრული ჰქონდეს.
„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, საქართველოს მოსახლეობას სასიამოვნო სიახლის შესახებ ვაცნობო - ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა საქართველოსა და ევროკავშიროს შორის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს მწვანე შუქი აუნთო. საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ და მოგვცეს ჩვენ, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოებს, ევროპარლამენტთან მოლაპარაკების გაგრძელების შესაძლებლობა. ეს ჩვენთვისაც სასიხარულო ამბავია, რადგან სლოვაკეთისთვის საქართველოსთან ვიზა-ლიბერალიზაციის მიღწევა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად განიხილებოდა. ახლა ევროპარლამენტის კონსტრუქციული გადაწყვეტილების იმედი გაქვს, რათა პროცესს უახლოეს მომავალში წარმატებული დასასრული ჰქონდეს", - განაცხადა მიროსლავ ლაიჩაკმა.
ევროკავშირის საბჭოს მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER) საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა.