ავტორი ანა ნონიკაშვილი
„სააკაშვილის განცხადებები რეალობას მოკლებულია, მაგრამ საქართველო მზადაა, გიჟსაც და არანორმალურსაც მოუსმინოს",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლუკა კურტანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოება რამდენიმე დღეში საბოლოო განაჩენს გამოუტანს.
„ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები არის დამნაშავე პარტიის ბოლო გაელვება. წლების განმავლობაში საზოგადოებას აშინებდნენ და ახლაც იმავეს ცდილობენ. რამდენიმე დღეში საზოგადოება, ხალხი გამოუტანს მათ განაჩენს. შესაბამისი სამსახურები მზად არიან, პროვოკაციული ფაქტები იქნას გამოძიებული და ხალხს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება.
ვინც ვერ მოისვენებს და დესტრუქციული გამოხდომებით გააგრძელებს მოძრაობას, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ადეკვატური რეაგირება იქნება, სამაგალითოდ დასჯის კანონის ფარგლებში.
ექსცესებისთვის, რომელიც შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიმოქმედოს, სახელმწიფო მზად იქნება",- განაცხადა კურტანიძემ.