logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე სანდრა რულოვსზე სკანდალურ დოკუმენტებს ასაჯაროებს!
- +

5 ოქტომბერი. 2016. 19:05


 


პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე საქართველოს ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსთან და მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანიასთან დაკავშირებით სკანდალურ დოკუმენტებს ასაჯაროებს. როგორც ბრეგაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ პირებს რუანდაში შავი ბიზნესიდან მილიონობით ამერიკული დოლარი ერიცხებათ.

 

„ხელთ მაქვს დოკუმენტები, რომელიც გადმომცეს სანდო წყაროებმა.  რუანდის დედაქალაქ კიგალში საქართველოს ყოფილ პირველ ლედის სანდრა რულოვსს და მიხეილ სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას გახსნილი აქვთ ანგარიშები, რომელზეც ათობით მილიონი ამერიკული დოლარი ირიცხება. რუანდა გახლავთ ქვეყანა, სადაც არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციაა, სადაც ფართოდ არის გავრცელებული იარაღით და ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა.

 

აღნიშნული ქვეყნის ბანკში, 2015 წლის მონაცემებით, სანდრა რულოვსს 30-დან 40 მილიონამდე ამერიკული დოლარი ერიცხება. ეს არის ამავე დროს ფულის გათეთრების მექანიზმი, რომელიც ალბათ დღემდე მუშაობს და რომელი თანხებითაც დღემდე ხდება „ნაციონალური მოძრაობის" მოღვაწეობის დაფინანსება.

 

ასევე ათეულობით მილიონი დოლარი არის თემურ ალასანიას სახელზე გადარიცხული. მარტო ერთი ტრანსფერი, რომელიც არის მის სახელზე განხორციელებული, 15 მილიონი დოლარია.

 

ეს გახლავთ საერთაშორისო დონის დანაშაული. პირველ რიგში, თვალნათელია, რომ ეს არის ფულის გათეთრების ოპერაციები, ხოლო რომელი უკანონო შავი ბიზნესებიდან ხდებოდა ამ თანხების გადარიცხვა, ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოები მოიპოვებენ რუანდიდან ინფორმაციებს, რაც საბოლოოდ გაარკვევს, თუ რომელი შავი ბიზნესიდან შემომავალი თანხებით საზრდოობს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მიხეილ სააკაშვილის ბიძა და მათგან გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობა".

 

როგორც იმ წყარომ, რომელმაც ეს დოკუმენტები გადმომცა, მომაწოდა ინფორმაცია, რომ 2015-16 წლებში სანდრა რულოვსის ანგარიშზე ამ ფულის შეგროვება ხდებოდა იმისთვის, რომ რულოვსი ჩამობრძანებულიყო საქართველოში  და სამეგრელოს რეგიონიდან რევოლუციური სცენარი დაეწყო.  წყაროს ინფორმაციით, მას სამეგრელოს რეგიონისთვის 30-დან 40 მილიონ დოლარამდე აქვს გამოყოფილი და რომელიც არა არჩევნებისთვის უნდა გამოიყენოს, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, რაც გულისხმობს არეულობას, დესტაბილიზაციას, სახელმწიფო გადატრიალებას",- განაცხადა ბრეგაძემ.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner