logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: სააკაშვილის ადგილი აღარსად არის!
- +

5 ოქტომბერი. 2016. 19:52



პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნოდ შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც ხოფერიამ განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" სცენარი შეცვალა და პროვოკაციების განხორციელება ნაადრევად დაიწყო.


„სახეზე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ქმედებების შეცვლილი სცენარი. ყველაფერი, რაც მოხდა, მათ უნდა გაეკეთებინათ არჩევნების შემდეგ, როდესაც „რუსთავი 2" გამოაცხადება ეგზიტპოლის შედეგებს და ეს უნდა გამხდარიყო საფუძველი მათი გამოსვლების. ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულმა კონტროლმა დაგეგმილი ქმედებები შეაჩერა, აქედან გამომდინარე, ისინი იძულებულები გახდნენ, პროვოკაციები გადმოეტანათ მათი მიტინგის წინა დღეს. ფაქტია, რომ მათ ეს ყველაფერი დაიწყეს, შესაბამისად, მათ ზოგადად არ აწყობთ არჩევნების ჩატარება.

მათ კარგად იციან, რომ ვერ აიღებენ ხმების იმ რაოდენობას, რაც სჭირდებათ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.

მათი გეგმა იყო ასეთი, რომ რომელიმე სატელიტი პოლიტიკური ძალა, ალბათ შალვა ნათელაშვილი, დაიწყებდა აქციებს, შემდეგ დაემატებოდნენ სხვა პოლიტიკური ძალები. ამის შემდეგ  „ნაციონალური მოძრაობაც" შეუერთდებოდა, იქნებოდა „ავტომაიდანი", „რუსთავი 2"-ის ჩართვები და ა.შ. მაგრამ ეს გეგმა ვერ განხორციელდა.

ყველა მათი ქმედება მოდის სააკაშვილის მხრიდან. მისი რესურსი ყველგან ამოიწურა. ან შეძლებს ის პროვოკაციების გზით ხელისუფლებაში დაბრუნებას ან სიცოცხლე თვითმკვლელობით უნდა დაასრულოს, იმიტომ რომ მისი ადგილი აღარსად არის. ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჰიტლერიც",- განაცხადა ხოფერიამ.





 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner