logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: თარგამაძის მანქანის აფეთქება „ნაციონალური მოძრაობის“ მოწყობილია
- +

5 ოქტომბერი. 2016. 20:15



მე შემიძლია, პირდაპირ განვაცხადო, რომ ეს არის „ნაციონალურ მოძრაობის" მიერ მოწყობილი", - ასე ეხმიანება „პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე „მარშალპრესში" გამართულ პრესკონფერენციაზე გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს.


კაკაბაძის თქმით, ეს დანაშაული „ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის ჩადენილი, მიზანი კი დღევანდელ აქციაზე მოქალაქეების მოზიდვის მცდელობა იყო.


„ამას ალბათ, არც შეფასება სჭირდება, რადგან ყველაფერი თეთრი ძაფით იყო ნაკერი. მე შემიძლია, პირდაპირ განვაცხადო, რომ ეს არის „ნაციონალურ მოძრაობის" მიერ მოწყობილი, ამაზე მეორე აზრი არ არსებობს. ისინი ძალიან კარგად ხვდებიან თავის მდგომარეობას ქვეყანაში, ხვდებიან იმას, რომ მართლაც ჩვეულებრივი საარჩევნო ფორმატით ისინი არათუ ვერ გაიმარჯვებენ, არამედ მათ აქვთ სერიოზული პრობლემა ბარიერის გადალახვის, ამიტომ მიმართავენ ყველანაირ გზას, მათ შორის აბსოლუტურად მიუღებელს და მართლაც ქვეყნისთვის საზიანოს, რაზედაც პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა განცხადება. „ნაციონალები" ყველა გზას მიმართავენ, რომ როგორღაც ზედაპირზე იტივტივონ. ჩემი ღრმა რწმენით, ეს აფეთქება იმასაც ემსახურებოდა, რომ თუნდაც ამით მაინც მიეზიდათ დღევანდელ აქციაზე მოქალაქეები, ეს ამ ბინძური ძალის უბადრუკი მცდელობაა", - აცხადებს ნანა კაკაბაძე.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner