„ეჭვი მაქვს, ნაციონალებმა შეძლონ ბარიერის გადალახვა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი სესიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი აქციის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, აქციას თვალს ინტერესით ადევნებს, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ ისინი თავისი ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას მოახდენენ.
„ინტერესით ვადევნებ თვალს ამ აქციას, იმდენად, რამდენადაც თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ ისინი თავისი ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას ახდენენ. თუ სულ ამდენი ადამიანია მათი მხარდამჭერი, ეჭვი მაქვს, მათ შეძლონ ბარიერის გადალახვა",- აღნიშნა სესიაშვილმა.