5 ოქტომბერს, გურჯაანის კულტურის სახლში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მან ის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო, რასაც მისი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს. დავით სონღულაშვილმა მათი პრობლემები და ინიციატივები მოისმინა.
სამოქალაქო და მედიასექტორის წარმომადგენლებმა ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობისსურვილი გამოთქვეს.
„გურჯაანი რეგიონის სამოქალაქო სექტორის აქტივობის ცენტრი უნდა გახდეს. ჩვენი რაიონის სწრაფი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა. ჩვენ ერთობლივად, კონსტრუქციულად უნდა ვიმუშაოთ სხვადასხვა საკთხზე. მე ვიქნები ლობისტი საკანონმდებლო ორგანოდან, რომ სამოქალაქო სექტორის ინიციატივებს, გეგმებს და სამუშაოებს ჰქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა", - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმა დაისახა. არასამთავრობო ორგანიზაციები გურჯაანის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად იქნებიან ჩართული. გადაწყდა, რომ შეხვედრები მომავალში სისტემატურ ხასიათს მიიღებს, სადაც სამოქალაქო სექტორი და მედია კონკრეტული ინიციატივებით წარდგება.