logo_geo
eng_logo
დღეიდან არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება აიკრძალა
- +

6 ოქტომბერი. 2016. 11:08



დღეს, 08:00 საათიდან, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება აიკრძალა.


„საარჩევნო კოდექსის" გათვალისწინებით, აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner