logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ბოლო სამი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით საქართველო ლიდერია
- +

6 ოქტომბერი. 2016. 11:09



„ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ ქართული ლარი არის ყველაზე მყარი და სტაბილური.


მისივე თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ლიდერია და ამბობს, რომ ეს არის ფუნდამენტი შემდგომი სწრაფი განვითარებისთვის.

 

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ საგარეო ფაქტორების გამო ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენ გვქონდა, არ იყო იდეალური და, რა თქმა უნდა, ჩვენისთანა მცირე ეკონომიკისთვის ეკონომიკის ზრდის ტემპი ბევრად უფრო მაღალი უნდა იყოს, მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით საქართველო ლიდერია. გასაგებია ის ფაქტიც, რომ გარე ფაქტორების ზეწოლით ქართული ლარი იყო დიდი დაწოლის ქვეშ, მაგრამ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან შედარებით, ქართული ლარი არის ყველაზე მყარი და სტაბილური. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ის, რაც საკმარისია ჩვენი მოსახლეობისთვის, ამომრჩევლისთვის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ყველაფერ ამით ჩვენ შევქმენით ფუნდამენტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას შემდგომი სწრაფი განვითარებისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner