უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას, რათა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საბოლოო გადაწყვეტილება ახლო მომავალში იყოს მიღებული.
სიიარტომ ქართველ კოლეგას ევროკავშირის წვერი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) მხარდაჭერა და გადაწყვეტილება მიულოცა. მან მხარდაჭერა აღუთქვა ქართულ მხარეს პროცესის შემდგომ წარმატებით გაგრძელებაში და აღნიშნა, რომ უნგრეთი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საბოლოო გადაწყვეტილება ახლო მომავალში იყოს მიღებული.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი ქვეყნის დემოკრატიზაციის, კანონის უზენაესობის, ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით. შეხვედრაზე მინისტრებმა დაადასტურეს ორი ქვეყნის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და აღნიშნეს ქვეყნებს შორის მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.